შეხვედრა საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებთან 

15:32, 23.08.2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საგრანტო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა. პროგრამა აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება და წარჩინებული სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს, საგრანტო პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება. მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს ახალი ინიციატივაც გააცნო, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის სემესტრულად ათას-ლარიან სტიპენდიას ითვალისწინებს. აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო  სტიპენდიის გაცემას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს.

მსგავსი