შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საქართველოს  ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი სტუმრობს.

სტავროს ლამბრინიდისი თბილისში 2 დღიანი ვიზიტით იმ ინიციატივის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას აპირებს. ასეთი 15 ქვეყანა შეირჩა, მათ შორის საქართველოც, რომელიც რეგიონში ერთადერთი აღმოჩნდა. ინიციატივა „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილეს უკავშირდება. სწორედ ამ საკითხზე იყო მსჯელობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს