შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

12:13, 19.09.2026

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარია თეოდორუსთან. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხებზე. ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებსაც. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა.

მსგავსი