შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე. განიხილეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები. ხაზი გაესვა უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებსაც. შეხვედრის დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების განვითარებაში პოზიტიურ წვლილს შეიტანს.