შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

18:27, 04.09.2026

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელელ კოლეგას შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ისტორიულ და კულტურულ კავშირებს, მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები. განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, ასევე აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.

მსგავსი