შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაის შორის. თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით. შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.