შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან, შერაზ გასრისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობაზე, რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, აღინიშნა, რომ საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების დაძლევის მიზნით, მნიშვნელოვანია აქტიური დიალოგი. ასევე განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი. ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას და იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება.