შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან
„გრანტების შესახებ“ კანონზე და კანონით გათვალისწინებულ ნორმებთან დაკავშირებით ესაუბრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საფრანგეთის ელჩს. ჟორჟოლიანმა დიპლომატს განუმარტა კანონის მიზნები და გრანტის შეთანხმებასთან დაკავშირებული პროცედურები. მხარეებმა განხორციელებული რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. შეხვედრისას აღინიშნა შეჩერებული პროექტების განახლების მნიშვნელობაც.