მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საფრანგეთის ახლადდანიშნულ ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.