შეხვედრა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელთან

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა 2023 წელს დაგეგმილ სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს, რომელიც ბაკურიანში უნდა გაიმართოს. საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, სადაც სამთო-სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულა. ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელ ვიონს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სათხილამურო და ზამთრის კურორტების განვითარება და მსოფლიო დონის შეჯიბრებებისთვის ქართველი სპორტსმენების მომზადება უმნიშვნელოვანესია.