შეხვედრა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან

არჩევნებამდე სამი დღით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები.

ნათია მეზვრიშვილმა და ნინო ჯავახაძემ მათ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის განმავლობაში და მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განმარტებით, უწყება მოქალაქეების არჩევანის თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში გაკეთების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.