შეხვედრა საერთაშორისო ენერგოკომპანის წარმომადგენლებთან

კიდევ ერთი შეხვედრა დავოსში – გლობალური ლიდერი, მულტინაციონალური ენეროკომპანია ენელი, ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად, საქართველოში  სპეციალურ ჯგუფს გამოგზავნის.  ეს გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი გახარიასთან მოლაპარაკებისას მიიღო. მთავრობის მეთაურმა, კომპანიის ხელმძღვანელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში.