შეხვედრა საექთნო განათლების საკითხებზე
საექთნო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე, შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე განიხილეს სასწავლო პროგრამის შემუშავება და უწყვეტი საექთნო განათლების სისტემისთვის მომზადებული ხუთი სასწავლო პროგრამა. მონაწილეობა მიიღეს საექთნო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა. გაიმართა დისკუსია, სადაც უწყვეტი საექთნო განათლების სისტემის განვითარების საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.