შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე

არჩევნებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საკითხზე ცესკო-ს თავმჯდომარე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. დახურულ კარს მიღმა გიორგი კალანდარიშვილი მესამე სექტორს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებს აცნობს. მესამე სექტორს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

მხარეთა პოზიციებს მანანა დევაძე გაგვაცნობს.