შეხვედრა საარჩევნო რეფორმის შესახებ

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს საარჩევნო დავებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხზე მსჯელობდა. გასვლითი შეხვედრები კახეთში მიმდინარეობდა. უმრავლესობაში აცხადებენ, მმართველი გუნდი მზად არის, გაითვალისწინოს ყველა ინიციატივა, რომელსაც შეხვედრის მონაწილეები დააყენებენ.

გარკვეული საკითხების დაზუსტებას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზციის ნაწილი. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის განცხადებით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, აუცილებელია დაკონკრეტება, რა სანქცია იქნება გამოყენებული.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფს დღეს პროტესტის ნიშნად „ლეიბორისტული პარტია“ გამოეთიშა.

პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეხვედრებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

დატოვე კომენტარი