შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კონსტანტინე ზარნაძე დღეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გლდანის მოსახლეობას შეხვდნენ.

კანდიდატებმა შეხვედრები ზაჰესისა და ავჭალის დასახლებებიდან დაიწყეს, იმყოფებოდნენ გლდანის ხევში, გლდანის 7-ე მიკრორაიონში და მუხიანის აგარაკების დასახლებაში. კახა კალაძემ და კონსტანტინე ზარნაძემ ადგილობრივ მცხოვრებლებს ქალაქის განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს. გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას რაიონის განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

დატოვე კომენტარი