შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

„ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანიისთვის ემზადებიან. პარტიის ლიდერშიპი ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, რონ ნერინგთან შეხვედრებს მართავს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, პარტნიორების მხრიდან საარჩევნო კამპანიის წარმართვის იმ სტილს ეცნობიან, რომელსაც საკუთარ საარჩევნო კამპანიაში გამოიყენებენ.