შეხვედრა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, საბურთალოს რაიონის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატები ადგილობრივების საჭიროებებს გაეცნენ და პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. წინასაარჩევნო შეხვედრა კანდიდატებმა დიდი დიღმიდან დაიწყეს. შეხვედრები ასევე გაიმართა ვაშლიჯვრის დასახლებაში და ყაზბეგის გამზირზე.