შეხვედრა რუსთავის მცხოვრებლებთან

15:25, 25.11.2018

ქვემო ქართლის მოსახლეობას შეხვდნენ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები.

ქვეყნის პირველი დიპლომატი, დავით ზალკალიანი და გიორგი ქობულია ამჯერად რუსთავში ჩავიდნენ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ბრიუსელში გამართული შეხვედრები შეაჯამა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა ეკონომიკის მინისტრმაც. გიორგი ქობულიამ ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა.

მსგავსი