შეხვედრა რთველის საკოორდინაციო შტაბში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა. რთველის მიმდინარეობის შესახებ, მთავრობის მეთაურს ინფორმაცია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მიაწოდა. აღინიშნა, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ყურძნის ჩაბარების პროცესი შეუფერხებლად ხორციელდება. ღვინის საწარმოებს ყურძენი 9000-მდე მევენახემ ჩააბარა, კახეთის რეგიონში კი – ამ დროისთვის, გადამუშავებულია 110 ათასი ტონა ყურძენი.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით, დიფერენცირებულ ფასად იბარებს. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.