შეხვედრა რესურსცენტრების თანამშრომლებთან
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეხვდა.
გივი მიქანაძემ განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ზოგადი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია, ისეთი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ხარისხიანი განათლების მიღებისა და თანამედროვე სამყაროში საჭირო უნარების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. საუბარი შეეხო სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებას, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების გაძლიერებას, ხარისხიანი სახელმძღვანელოებისა და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სასკოლო ფორმებსა და ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული საკითხები. რესურსცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრა მსოფლიო ბანკის პროექტის ხელშეწყობით გაიმართა.