შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უსინათლოთა კავშირისა და 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ბიბლიის მე-7 და მე-8 კანონიკური წიგნები და ინტერრელიგიური კალენდრები გადასცა. შეხვედრას საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და თბილისის უსინათლო და მხედველობადაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.