შეხვედრა ქუთაისში

ტრეფიკინგის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში შეხვედრას მართავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ღონისძიებაში სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. მიზანი ქუჩაში მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემების განხილვა და დახმარების გზების ძიებაა.

ორგანიზაცია დღესვე წარადგენს ინსტალაციას – „უხილავნი ჩვენს შორის“, რომელშიც ასახულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეალური ისტორიები.

ინსტალაცია გაბაშვილის პარკში 3 აგვისტომდე განთავსდება.