შეხვედრა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაციის ექსპერიმენტის ლიდერს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, ტიციანო კამპორეზის უმასპინძლა.  შეხვედრაზე მხარეებმა, როგორც სტუდენტთა საგანმანათლებლო პროგრამების, ისე კვლევითი და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერების მიმართულებით, სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები განიხილეს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადრონული თერაპიის ცენტრს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაპროექტების ეტაპზეა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები იმუშავებენ მოწინავე ტექნიკურ პროექტებზე, ექსპერიმენტულ და საინჟინრო გუნდებთან ერთად. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა საუნივერსიტეტო კამპუსი და მისი უნიკალური ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, რომელიც ულტრათანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, საკონფერენციოებს, რეკრეაციულ ზონებს და სხვა სივრცეებს მოიცავს.