შეხვედრა ქობულეთში

ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთში მცირე სასტუმროების მფლობელებს შეხვდენენ.

საუბარი მთავრობის ახალ ინიციატივას შეეხება. პროექტის მიხედვით, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებით სარგებლობას ის მეწარმე-სუბიექტები შეძლებენ, რომელთაც რუსეთის მიერ დაწესებული სანქციების და ტურისტების შემცირების გამო შეექმნათ სესხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები. პროგრამა ერთ-ერთი პუნქტია სამთავრობო გეგმის, რომელიც 20 ივნისის შემდეგ განვითარებული მოვლენებით დაზარალებული ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება.