შეხვედრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან

12:05, 06.11.2026

საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ დისკუსიაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე და ამ მიმართულებით სხვადასხვა სფეროში არსებულ პოზიტიურ დინამიკაზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელის 26 საუკუნოვან ურთიერთობას და ორ ერს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ყურადღება დაეთმო მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი დიპლომატიური გზით მშვიდობისა  და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცების შესახებ.

მსგავსი