შეხვედრა „ქართულ ოცნებაში“

მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები არ იგეგმება.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში სამსაათნახევრიანი შეხვედრა დასრულდა. დილიდან ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რამდენიმე მინისტრს შესაძლოა დღეს თანამდებობა დაეტოვებინა. ვარაუდი „ქართული ოცნების“ ზოგიერთი დეპუტატის წინასწარმა კომენტარმაც გაამყარა. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები კი ამბობენ, რომ დღევანდელ შეკრებაზე შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე არ უმსჯელიათ. მათივე განცხადებების მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად იმ კვლევის შედეგებს განიხილავდა, რომელიც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა. დღის წესრიგში იყო ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შეფასებაც.

ქეთი ქაშაკაშვილმა მოისმინა შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.