შეხვედრა პროკურატურაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ გაიოზ ჩარკვიანმა განცხადება გენერალურ პროკურორთან, გიორგი გვარაკიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, მიიღო გენერალური პროკურორისგან დაპირება, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, ადვოკატებისა და პროკურორების მონაწილეობით, რომლებიც საქმის გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან. გაოიზ ჩარკვიანს აქვა მოლოდინი, რომ პროცესი კონკრეტულ შედეგებამდე მივა და დაისჯება ყველა ის პირი, ვისაც მისი შვილის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღვის. 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა. ოჯახი ჩარკვიანის გარდაცვალებაში მედიკოსების ბრალეულობაზე მიუთითებს. გარდაცვლილი ახალგაზრდის მამამ დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით პროტესტი პროკურატურასთან 22 სექტემბერს დაიწყო.