განათლების მინისტრი პროფესიულ კოლეჯებს სახელმწიფოს მხარდაჭერის გაძლიერებას ჰპირდება. ამის შესახებ გივი მიქანაძემ „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუმრობისას განაცხადა. მინისტრმა კოლეჯში სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა. მან დაწესებულების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია პრობლემების შესახებაც მიიღო და მათ პროფესიული განათლების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილ ინიციატივებზე ესაუბრა. მინისტრი ახლო მომავალში სხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონახულებასაც გეგმავს.