შეხვედრა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან 

განათლების მინისტრი პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად გივი მიქანაძე კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. მათთან მინისტრმა პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით, დაგეგმილი ინიციატივები განიხილა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია. კასპის კოლეჯი პროფესიული და მომზადება- გადამზადების 15-მდე პროგრამას ახორციელებს. სასწავლებელში 200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. გორის კოლეჯ „განთიადში“ კი სხვადასხვა მიმართულებით 14 პროგრამაა დანერგილი. ამჟამად კოლეჯში 30-მდე სტუდენტი სწავლობს. ახალციხის კოლეჯ „ოპიზარში“ კი განათლებას 300-ზე მეტი სტუდენტი იღებს.