შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში აშშ-ს კულტურული ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი „მეტროპოლიტენ ოპერის“ დირექტორს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა მათ ქართული მხატვრობის, არქიტექტურის, მუსიკისა და ქართული სიმღერის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სალომე ზურაბიშვილის ორივე შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა. მეტროპოლიტენ ოპერის წარმომადგენლები და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის რეგიონულ კვლევითი ჯგუფები საქართველოს 2020 წელს ეწვევიან.