შეხვედრა პრეზიდენტთან
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისა და ქვეყნებს შორის პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო-თურქეთს შორის არსებულ მჭიდრო მეგობრობასა და სანიმუშო სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ეფუძნება ნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.