საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, დუნიაგოზელ გულმანოვას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივა განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ, მნიშვნელოვნად გაზარდა შუა დერეფნის აქტუალობა და საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს დერეფნის განვითარებას, მის უსაფრთხოებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრის მიმდინარეობისას აღნიშნა, თურქმენეთის სამშვიდობო პოლიტიკა რეგიონში იმ პოლიტიკის იდენტურია, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიაში ატარებს.