შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით

ვინ მიდის და ვინ არა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე. სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლიტიკური პარტიებისთვის საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტი მათ ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. პოლიტიკოსების ნაწილს მოლოდინი აქვს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის პოლარიზების დასრულების აუცილებლობაზე.