შეხვედრა პრემიერთან

პრემიერ-მინისტრი სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, სამშენებლო სექტორი დგას გარკვეული სირთულეების წინაშე, რაც ძირითადად სხვადასხვა რეგულაციით არის გამოწვეული. მათ შორის საბანკო რეგულაციებიც. გიორგი გახარიამ დარგის წარმომადგენლებს მოუწოდა, ღიად ისაუბრონ ყველა  პრობლემაზე და მთავრობა მათ სწრაფ გადაჭრაში დაეხმარება. შეხვედრას 50-მდე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს რიგით მესამე სექტორული შეეხვედრაა, რომელიც მთავრობის მეთაურმა გამართა. გიორგი გახარია მიმდინარე კვირის განმავლობაში უკვე შეხვდა ტურიზმისა და მეღვინეობის წარმომადგენლებს.