შეხვედრა პრემიერთან

15:11, 28.06.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბექა დვალს – ისრაელში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 1-ლი ივლისიდან შეუდგება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ თანამშრომლობას და მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ბექა დვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. მათ შორის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრალიის თანამეგობრობაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში.

მსგავსი