შეხვედრა პრემიერთან

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.