შეხვედრა პრემიერთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები. პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს. ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები. აღნიშნული კონგლომერატი წარმოდგენილია 23 ქვეყანაში, ჰყავს 456 ათასზე მეტი თანამშრომელი და მისი წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.