შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ზაქარაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ელჩის საქმიანობის მნიშვნელობა აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. გიორგი ზაქარაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყებს. მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.