შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 

საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ეს იყო საქართვლოს პრემიერის და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა. საუბარი შეეხო ბოლო ათი წლის განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გატარებულ ღონისძიებებს. განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა საგზაო რუკა, რომელიც ქვეყანას ხელს შეუწყობს, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირის სტრუქტურებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საქმიანობაზე. იმსჯელეს ქვეყნის ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით.