შეხვედრა პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამცხე-ჯავახეთის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
მინისტრი რეგიონში განთავსებულ სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ესტუმრა და სასაზღვრო პოლიციის, სტრატეგიული მილსადენების, დაცვის პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. საუბარი შეეხო დანაშაულთან ბრძოლას, დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს და ასევე საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებს.