შეხვედრა პარლამენტში - ცვლილებები სასამართლო სისტემაში

როგორც გითხარით, ევროპარლამენტში გამართული დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული მართლმსაჯულება იყო.

სწორედ სასამართლო რეფორმაა დისკუსიის საგანი საქართველოს პარლამენტშიც. მმართველი პარტიის სამი წევრის მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას უკავშირდება. თუ საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილება დამტკიცდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის დროს თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს. სწორედ ეს იყო წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა.

თეონა მანაგაძე დეტალებით.

 

დატოვე კომენტარი