შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების მორიგი შეხვედრა გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს მოუსმინეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, რა ღონისძიებებს ატარებს მთავრობა ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ და არის თუ არა აუცილებელი ამ პროცესში დამატებითი საკანონმდებლო ბერკეტები.

მოკვლევის ჯგუფი აღმასრულებელი უწყებების მოსმენას, მომავალ კვირაშიც გააგრძელებს, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა.