შეხვედრა პარლამენტში

რამდენად შესრულდა სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები. საკითხი პარლამენტმა განიხილა.

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ფარგლებში შეკითხვებს პასუხები რეკომენდაციების ადრესატმა უწყებებმა გასცეს. სხდომას დაესწრო ომბუდსმენიც. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქვეყანაში სოციალური პრობლემების მოგვარების ტემპი საკმაოდ დაბალია. კვლავ აქვს ადგილი ძალადობას ბავშვებზე, პრობლემურია უსახლკაროთა საკითხი, ასევე კვლავ ნარჩუნდება მოუგვარებელი თემები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით.