შეხვედრა პარლამენტში

„სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერები „რეფორმების ჯგუფის“ სახელით, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სასამართლო პროგრამის მენეჯერსა და ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცრებს შეხვდნენ. პაატა მანჯგალაძის თქმით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა და მთავარი განსახილველი საკითხი ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების 12-პუნქტიანი გეგმა იქნება.