შეხვედრა პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა, როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზეც, რომ სამუშაო ჯგუფების ფორმატებში არ ერთვება სამი ოპოზიციური პარტია. შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დესტრუქციულ საქმიანობას აგრძელებენ.