შეხვედრა პარლამენტში

უკრაინა, რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოება – ამ თემებზე მსჯელობენ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ექსპერტებთან.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს ერთიანი სტრატეგია და ხედვა უნდა ჰქონდეს. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ქვეყნის ინტერესების დასაცავად, ყველა შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული.