შეხვედრა პარლამენტში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

აუდიენცია დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან მოისმინა ხედვა და რჩევა, – როგორ უნდა წარიმართოს საკანონმდებლო ორგანოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. მისი თქმით, პარლამენტში პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს და ყველა კრიტიკული კითხვა უნდა დაისვას. საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი საბჭოს მოსამართლეთა ოცკაციან სიას, საშემოდგომო სესიაზე ელოდებიან. სია პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა წარუდგინოს.