შეხვედრა პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრა გაიმართა.

მწერალს, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებული ბავშვები შეხვდენენ, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ. ღონისძიება ადამიანის უფლებათა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ბავშვებს სიტყვით მიმართა საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენელმა.