შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

„ლელოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

როგორც მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, დისკუსიის საგანი პარტიის ინიციატივა იყო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების თაობაზე. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ესკალაციის საფრთხე არსებობს და სწორედ ამ მიზნით მოითხოვა პარლამენტის თავმჯდომარისგან მზაობა დიალოგთან დაკავშირებით.

თავად კახა კუჭავას შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.